ბედისწერის მონახევრე

ბედისწერის მონახევრე

ვარ ბედისწერის მონახევრე, თურმე უიღბლოდ,
ამ სამყაროში საიქიოდ არ მემეტები,
თითქოს გეძახი …თურმე უხმოდ, უსიხარულოდ,
და მოსაგონრად ფიქრი დამრჩა ,მხოლოდ წყეული .
უკვე რამდენჯერ დაითვალა წლებმა ზამთარი ,
უკვე რამდენი გაზაფხული გადის უშენოდ,
უკვე რამდენჯერ დავუძახე ჩემს გულს თავხედი,
რადგან სიყვარულს არ რქმევია ჩემსას სახელი.
ველი განაჩენს ,ვიცი გადამრევს….
და თოვლის ფიფქებს შემოახვევს ფიქრებს უაზროს.
ვიცი შეგაჩვევს უჩემობას ურცხვი ქალები
და ჩემზე ფიქრი შენთვის არის უკვე უნიჭო.
რადგან ამდენ ხანს გავუძელი მტანჯველ ოინებს,
რადგან ტყუილიც უკვე არის ჩემთვის უკბილო.
ვიცი უშენოდ მიწერია ყოფნა ამ ქვეყნად,
ვარ ბედისწერის მონახავრე და თან უიღბლო.

რუსკა
22.03.2014

სურათი | Posted on by

,,მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ!მეც ვარ!!!მეც ადამიანი ვარ!!!”.

ისინი არ ჩანან…ჩვენ მათ ვერ ვხედავთ.ეს ფრაზა ამეკვიატა,თანამედროვე მწერლის,ჟურნალისტის ,ქალბატონ ,ეკატერინე ტოგონიძის ახალი წიგნის ,,Aსინქრონის “პრეზენტაციიდან წამოსულს.
წიგნზე არაფერს გიამბობთ,რადგან კითხვის ბედნიერება წინ გაქვთ.
განსხვავებული ადამიანები თავისავე განსხვავებულ სამყაროში იკავებენ ადგილს და ხდებიან მისაბაძი მაგალითები…ხო ,მისაბაძი მაგალითები.ისინი ყველაზე კარგად ისმენენ და გრძნობენ სასიცოცხლო თარგზე აძგერებულ გულის ცემას,მაშინ როცა იმედიდან უიმედობამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებთ.
“რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?”-ერიხ მარია რემარკის ამ სიტყვებში იმაზე მეტი შინაარსი დევს,რისი გამოხატვაც მსურს.
ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გავხდეთ ერთმანეთის დასაყრდენი,რათა სწრაფი თუ ნელი ნაბიჯებით გავიაროთ გზა,რომელიც უფლის ნებით გვეანდერძა.

სურათი | Posted on by

                                         თოვლის ბაბუას ველოდები,რომელსაც შესაძლებლობა ჰქვია!

…ადამიანი საკუთარ თავს ფიქრის დროს ასამართლებს …მოცემული წინადადების შინაარსი უეცრად ამომიტივტივდა თავში და რატომღაც გადავწყვიტე მისი საჯაროდ გასამართლება.რა იყო გუშინ?-გუშინ, უახლოეს წარსულში იყო ოცნებები ,მიზნები და მოლოდინი მათი განხორციელების.რა არის დღეს ?-ისევ და ისევ მოლოდინი,ოღონდ ფერგაცლილი ,რომელსაც უსასრულობამდე აქვს არსებობის უფლება.რა იქნება ხვალ?-ხო ,ხვალ დაღამებას უნდა დაველოდოთ და თუ ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდება მათ არჩევანში ჩვენი თავი დავინახოთ.

   ძალიან მაინტერესებს ადამინები დამოკიდებლად სახავენ მიზნებს თუ ეხმარებათ მათ ვინმე?-შეიძლება მიზნების დასახვაში არა ,მაგრამ მათის სისრულეში მოყვანის აუცილებლობაზე ყველა თანხმდება.თუ ისწავლი-კარგი ბიჭი და კარგი გოგო იქნები.უსწავლელი მიწის დამმუშავებელიც კი არავის უნდა ,არა და ამ დროს როცა ვაკანსიებს ეცნობი ოფიციანტს ,დამლაგებელს და ჯურნალისტს (და სხვა პროფესიის ადამიანებს) ერთნაირი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თხოვენ.სასურველია იყოთ კომუნიკაბელური,იცოდეთ ორი ენა ,ფლობდეთ ადამინთან ურთიერთობის ხელოვნებას და ა.შ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სასურველია გამოცდილებაც…ბოლოს ჯადოსნური და გულსაამებელი ფრაზა დაგიკავშირდებით.

  თანამდებობზე მოხვედრის კრიტერიუმიც ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია.დიპლომი გაქვს?-მაქვს.ის ბიძაშენია?მამიდაშენია?შენი წინაპარია?პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა …ამაზე ფეხსაცმლი გამყიდველი გამახსენდა შვილო ზომა ზომაზე არ მიდის.

     p.s ახალ წლამდე დღეები თავიანთ დროს ითვლიან და ყველა თავის თოვლის ბაბუას ელოდება.მე კი ისეთ თოვლის ბაბუას ველოდები,რომელსაც შესაძლებლობა ქვია მიზნებისა და ოცნებების განხორციელების .

    ერთგან წავიკითხე:,,მოიკრიბე საკუთარი გონებით მოქმედების გამბედაობა” და აჰა.იმედია ამ ფურცელზე მობინადრე წინადადებები მხოლოდ ამ ახალი წლისათვის იქნება აქტუალური.

 

   

                                                                                                                                                          რუსკა კილასონია

                                                                                                                                                                   2013.8.12.

შენიშვნა | Posted on by

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ,,ქართული ოცნების”ყრილობას აფასებენ.

 

თინა ხიდაშელის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძგვანელობით ,,ქართული ოცნების”პარტია კიდევ უფრო გაძლერდება და პარტიის წევრები შეძლებენ სულ სხვა პოლიტიკური კულტურა შეიქმნას საქართველოში,რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო,რომ სკამს არავინ უნდა გამოეკიდოს ,რომელმაც  თავად გვიჩვენა ამის პრეცენდენტი,,.ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მთავარი გამოწვევა  იქნება,რომ გაუძლოს და დარჩეს პოლიტიკურ პარტიად და არა სახელმიფო პარტიად.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კი ,,ქართული ოცნების,,ყრილობა დადებითად შეაფასა.მისი განმარტებით ყრილობა ჩატარდა შესანიშნავად ,მან აღნიშნა ,რომ ეს იყო ძალიან კარგი და საქმიანი ყრილობა.ხვალ კი შედგება პირველი სხდომა მინისტრთა კაბინეტის ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით.გურამ ოდიშარიას თქმით ,ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა მისთვის ბედნიერებაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ პარტიის საპატიო თავჯდომარის პოსტიდან  ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლა ,პარტიისთვის დიდი დანაკლისია.მისი განცხადებით ბიძინა ივანისვილი იყო დიდი და მძიმე პოლიტიკური ფიგურა,თუმცა მისი წასვლით პოლიტიკური პარტიების კონკურენცია გაიზრდება და დაბალანსდება.

ხოლო,რაც შეეხება პარტიის ახალ ხელმძღვანელს ირაკლი ღარიბაშვილს ,დავით საგანელიძის შეფასებით იგი ენერგიული, ღირსეული პიროვნებაა და კარგი ხელმძღვანელი იქნება.

Posted in ჩემი შემოქმედება

,,ექსპო ჯორჯიაში” შეკრებილ ,,ატსტუპნიკებს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმიანებიან.

 

ბინათმოსარგებლეთა კოალიციის წევრებს, ენეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ პრობლემების მოსაგვარებლად ურჩია:გამოყონ ხუთი კაცი,რომელსაც ენდობიან და ორშაბათს 11საათზე სამინისტროში ეახლონ,სადაც ერთობლივად განიხილავენ არსებულ პრობლემებს.

იმავე პრობლემით ეგრეთწოდებულმა ,,ატსტუპნიკება” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მიმართეს:,,გვიშველეთ ქალბატონო ეკა ,გვაგდებენ ბინებიდან,ვიღაც იპოთეკარები არც გვეუბნებიან არაფერს ისე.გვატყუებენ ვითომ ინვესტორებია არიან.დაზარალებულებამა ეკა ბესელია შეახსენეს,რომ იგი ,პარლამენტში ამ საკითხის განხილვის ინიციატივით გავიდოდა.

ეკა ბესელიას განმარტებით:ჯერ უნდა მომზადდეს რა ინიციატივაა,უნდა ვიცოდეთ რა საკანონმდებლო საკითხზე ვმუშაობთ”.მან დაზარალალებულები ანუგეშა და უთხრა,რომ კანონში შედის ცვლება და ადამიანების გამოსახლება ადვილი აღარ იქნება,.როგორც ბინათმოსარგებლეთა კოალიციის წევრები განმარტავენ კანონში იყო პუნქტი,რომელიც გულისხმოდა პირის ბინიდან გამოსახლების შემთხვევაში მას მისცემდნენ საცხოვრებელს იდენტურ რაიონში.ეს პუნქტი კი ამჟამად ამოღებულია.

ეკა ბესელიამ დაზარალებულებს ურჩია ჯგუფი შექმნან და იურიდიულ საქმეთა კომიტეტს მიმართონ.

Posted in ჩემი შემოქმედება

გმადლობთ, ბატონო ბიძინა…,,ატსტუპნიკებს”მოგვხედეთ!

,,ექსპო ჯორჯიაში” ,,ქართული  ოცნების”ყრილობის პარარელურად ეგრეთწოდებული ატსტუპნიკები” პარლამენტის უმრავლესობის წევრებს დახმარებას თხოვდნენ.

სრული ვერსია:,,ჩვენ ვართ ბინათ მოსარგებლეთა კოალიცია.მე ვარ ამ კოალიციის ერთერთი დამფუძნებელი ნატა ბურდული.მოვედით რათა შევახსენოთ მთავრობას,რომ კანონში შეიტანოს ცვლილება,რათა ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.200 000 მოქალაქე დაზარალებულია მარტო თბილისში.დაზარალებულები ასევე არიან ქუთაისში,ბათუმში.

ამჟამად არსებობს ,,დრაკონული”წესის კანონი,რომელიც გვარბევს.მოქალაქეობრივი უფლებები გვაქვს ჩამორთმეული,გაზი არ გვაქვს შუქი არ გვაქვს,გვიყიდიან ბინებს.რომლებიც წინაპრებმა შეიძინეს და მეოთხე თაობები ვართ იქ გაზრდილი.

ჩვენ, ,,ქართულ ოცნებას”  პროგრამაში ვყავდით შეყვანილი. ჩვენ მათი ამომრჩეველი  და მათი იდეოლოგები ვართ,მაგრამ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა.

ჩვევ ვითხოვთ ბინების დაკანონებას,რათა ქუჩაში არ აღმოვჩნდეთ.

Posted in ჩემი შემოქმედება | %(count)s კომენტარი

ვინ წარადგინა ,,ქართული ოცნების,,ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავჯდომარედ და თბილისის მერობის კანდიდატად?

 

24ნოემბერს ექსპოჯორჯიაში გაიმართა ქართული ოცნების ყრილობა,რომელსაც უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.პარალელურად  ქართველის საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოიყარა თავი რათა ბიძინა ივანიშვილისათვის მადლობა გადაეხადათ.

ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადება გააკეთა, ,,ქართული ოცნების”პარტიის თავჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ და პარტიის ახალ თავჯდომარედ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგინა.მერობის კანდიდატად კი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა.

ჟურნალისტებთან  საუბრისას  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეაფასა და თქვა, რომ ასეთი უნდა იყოს მომავალი პოლიტიკოსის სახე.ხოლო, რაც შეეხება მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას, ის ყოფილი პრემიერისათვის საინტერესო და აკადემიური, დაბალანსებული ემოციების მქონე კაცია,რომელმაც ბევრჯერრ ასახელა და სწორედ ასეთი უნდა იყოს მომავალი ჩინოვნიკი.

Posted in ჩემი შემოქმედება